მართვა

მართვა
ახალი ტერმინია, ის იმ უკვე კარგად ცნობილ მოვლენას აღნიშნავს, როცა პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მეტად არის ჩართული სხვადასხვა ქსელებში და გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულების პროცესები არ არის ცალსახად განაწილებული სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. „ჩვენ, როგორც წესი, ვეძებთ ერთ ჯგუფს, რომელიც დომინირებს სხვაზე, მმართველობის იმ სფეროებს, რომლებიც სრულიად იზოლირებულია სხვა გარეშე ძალებისგან მოცემულ გარემოში, პოლიტიკას, რომლის „შემოქმედიც“ სულ ერთი-ორი კაცია (…). ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს და ვერ ვამჩნევთ იმ მრავალ სუბიექტს, რომელთა ზემოქმედების ქსელი აკონტორლებს და მართავს ხელისუფლებას“.მათ „გავლენის ქსელებს“ უწოდებენ. ამდენად, მართვა ისეთი პროცესია, სადაც ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მმართველობისა და კონტროლის მექანიზმები ჩანაცვლებულია გაცილებით უფრო რთული ურთიერთობებით… „მართვა უფრო ტევადი ცნებაა და ის გულისხმობს შესაბამისი პირობების შექმნას მოწესრიგებული მმართველობისა და კოლექტიური საქმიანობისთვის, და ხშირად მოიცავს როგორც კერძო და არაკომერციულ, ისე სახელმწიფო სექტორის სუბიექტებს. მართვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის მთავარ აქცენტს ისეთ სამართავ მექანიზმებზე აკეთებს (გრანტები, კონტრაქტები და შეთანხმებები), რომლებიც არ ემყარებიან მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო უფლებამოსილებასა და დირექტივებს (…). ეს მექანიზმები თუ საშუალებები იმისთვის გამოიყენება, რომ ერთმანეთს დაუკავშიროს იმ მოქმედ სუბიექტთა ქსელები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვთა დაცვა, ჯანდაცვა ან ეკონომიკური განვითარება“. ახალი მართვისა და სახელმწიფო სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამებისკონტექსტში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და საკანონმდებლო საქმიანობა ორიენტირებულია საბოლოო მიზნების განხორციელებაზე (აქამდე ყურადღება მახვილდებოდა ძირითადად პროცედურათა მართლზომიერებაზე). პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისა და მმართველობის ტრადიციული სტილი უნდა ყოფილიყო ხისტი, მკაცრი წესებით განსაზღვრული, ცენტრალიზებული და ორიენტირებული პროცედურების განუხრელ დაცვაზე - ასეთ დროს ხდებოდა პროცესის რეგულირება და ხარჯების კონტროლი, მაგრამ ყურადღება არ ექცეოდა შედეგებს. სახელმწიფო მმართველობის ძველი მეთოდი (როგორც ამას აღწერდა ტეილორი ან ვებერი) უარყოფილ იქნა, როგორც გულგრილი და მტრულიც კი მუშაობის თავისუფალი და მოქნილი სტილის მიმართ, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ეფექტიანობას და კიდევ უფრო ნაკლებს - საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ტერმინი „მართვა“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ახალი საუკუნის დასაწყისში, როცა ევროკომისიამ თავისი ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა „მართვაზე“. რატომ მოიქცა ასე ევროკომისია? რატომ გახდა საჭირო ევროკავშირში მმართველობის ახალი კონცეფციის დამკვიდრება? პასუხი პირველ კითხვაზე მარტივია: ევროპული კანონმდებლობის ამოქმედებისას გამოვლენილმა უამრავმა ხარვეზმა აიძულა ევროკომისია სხვა მეთოდები და მოდელები მოენახა. მეორეც, ევროკომისია, როგორც ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი საერთოევროპული სახელმწიფოს სტრუქტურა, აღმოჩნდა უზარმაზარი პრობლემის წინაშე - ევროპის მოსახლეობისთვის „მისაღები” გაეხადა ეს იდეა. მესამეც, ევროკავშირის გაფართოებამ დღის წესრიგში დააყენა გადაწყვეტილებების მიღების ახალი პროცედურის შემუშავების საკითხი, რომელიც საშუალებას მისცემდა ამ კავშირის „აპარატს“ ემუშავა 25 და მეტი წევრის არსებობის შემთხვევაშიც. იმისთვის, რომ გავიგოთ, ტექნიკური თვალსაზრისით რას ნიშნავს „მართვა“, აუცილებელია ამოსავალ წერტილად ავიღოთ გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი ამოქმედების კლასიკური პროცესი (რასაც ახლა „თანამეგობრობის კლასიკურ მეთოდს“ უწოდებენ) და უკვე მის საფუძველზე გავიაზროთ მართვის ახალი ფორმები და კანონების მიღების ახალი მეთოდები ევროკავშირში.
Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "მართვა" в других словарях:

  • შედეგების მართვა — გეგმის შესრულების შედარება დაგეგმილ ღონისძიებებთან და მაჩვენებლებთან. შედეგების მართვა იძლევა იმის კონტროლის შესაძლებლობას, თუ რამდენად სრულდება სტრატეგიული გეგმა, სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი. Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში :… …   Georgian encyclopedia

  • ბრენდის მართვა — ეს არის ბრენდის ინდივიდუალური ნიშნების შექმნა, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ამ ნიშნების ცვლილება და საჭიროების შემთხვევაში ანტიკრიზისული გეგმის შედგენა. ბრენდის ფორმირებისას კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა მას ბაზარზე ლიდერობა.… …   Georgian encyclopedia

  • დემოკრატიული მმართველობა — (დემოს ხალხი, კრატია ძალაუფლება). მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა, ამ ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადებაა. „დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად,… …   Georgian encyclopedia

  • იდენტობა — • პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება მიკუთვნებულობის… …   Georgian encyclopedia

  • ინსაითი — ინგლისური სიტყვაა (insight), ნიშნავს რაიმეს არსის გაცნობიერებას, წვდომის აქტს. Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007 …   Georgian encyclopedia

  • ინსტიტუტი სოციალური — სოციოლოგიის ტერმინოლოგიით, სოციალური როლების ორგანიზებული სისტემა, რომელიც საზოგადოების მდგრად და მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და ფოკუსირებულია ადამიანის საბაზო მოთხოვნილებებსა და ფუნქციებზე. Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა,… …   Georgian encyclopedia

  • მარკერი — ინგლისური სიტყვაა (marker) ნიშნავს დაფაზე ან ქაღალდზე საწერ სპეციალურ კალამს, შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის. Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ …   Georgian encyclopedia

  • მატრიცა — 1) მონაცემთა (სიმბოლოების ან ნომრების) ნებისმიერი სახის თანმიმდევრობა, ყალიბი, რომელიც მოცემულია ტაბულაში რიგებისა და სვეტების სახით. 2) ჩარჩო ან სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს ფორმას, მნიშვნელობას ან შინაარსს. გამოიყენება მეტაფორულადაც,… …   Georgian encyclopedia

  • ნეგატიური აზროვნება — მოუქნელი, არარსებული აზროვნება, რომელიც მიმართულია არა გადაწყვეტილების მოძიებაზე, არამედ პრობლემის ხაზგასმაზე, (განსხვავებით პოზიტიური აზროვნებისაგან, რომელიც გულისხმობს რესურსების აღმოჩენისაკენ სწრაფვას პრობლემურ სიტუაციაშიც კი) Source:… …   Georgian encyclopedia

  • პატერნი — ნიმუში, შაბლონი (მაგ. ქცევა) Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007 …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»